ნაბიჯი 1: ავტორიზაცია და დომენების გვერდზე გადასვლა
- შედით მომხმარებლის პანელში
- მთავარ გვერდზე ნახავთ ბლოკს „დომენები“
- დააჭირეთ დომენების ბლოკს

ნაბიჯი 2: დომენის მონიშვნა
- გაიხსნება დომენების სია
- მონიშნეთ სასურველი დომენი ჩექბოქსით
- დომენის მონიშვნის შემდეგ, ქვედა მენიუში გააქტიურდება მოქმედებების პანელი
- ქვედა მენიუდან დააჭირეთ ღილაკს „DNS განახლება“
- გადახვალთ DNS მართვის გვერდზე

ნაბიჯი 4: NameServer-ების შეცვლა
DNS გვერდზე ნახავთ ორ არჩევანს:
- ქლინ ნეტის სტანდარტული DNS (უკავშირებს ავტომატურად ჩვენს საჰოსტინგო სერვისებს)
- საკუთარი DNS (NameServer-ების ხელით შეყვანა)
აირჩიეთ საკუთარი DNS და შეავსეთ ველები:
- NameServer 1
- NameServer 2
- (საჭიროების შემთხვევაში NameServer 3–5)
NameServer-ები უნდა მიიღოთ თქვენი ჰოსტინგის ან DNS პროვაიდერისგან (მაგ: Cloudflare, სხვა ჰოსტინგი და ა.შ.)

ნაბიჯი 5: ცვლილებების შენახვა
- ყველა ველის სწორად შევსების შემდეგ
- დააჭირეთ ღილაკს „NameServer შეცვლა“
ცვლილებები წარმატებით შეინახება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- DNS ცვლილებების გავრცელებას (Propagation) შეიძლება დასჭირდეს 2–24 საათამდე, ზოგჯერ მაქსიმუმ 48 საათი
- ამ დროის განმავლობაში საიტი ან ელფოსტა შეიძლება დროებით არასტაბილურად მუშაობდეს
- ეს ნორმალური პროცესია და არ ნიშნავს შეცდომას
დახმარება
თუ DNS პარამეტრების შეცვლისას შეგექმნათ პრობლემა, დაგვიკავშირდით.